რუსეთის პრეზიდენტი ოლივერ სტოუნის ფილმში განმარტავს, რატომ მოსწონს დონალდ ტრამპი

ხუთშაბათი, 15 ივნისი, 2017 - 14:50

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რეჟისორ ოლივერ სტოუნის ფილმისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა, თუ რატომ მოსწონს ამერიკის ახალი  პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 

როგორც პუტინი ინტერვიუში აცხადებს,აშშ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეკონომიკური კავშირების  აღდგენისა და  ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მომხრეა, რაც მხოლოდ დადებითად  შეიძლება იყოს აღქმული. 

"რა თქმა უნდა, ჩვენ სიმპათიას გამოვხატავდით ტრამპის მიმართ და ახლაც ასეა, რადგან ის  რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების აღდგენის მზადყოფნას და სურვილს  საჯაროდ აცხადებს", - განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, უცხოელი ჟურნალისტები კითხვებს უსვამენ და ცდილობენ რუსეთის პრეზიდენტს რაღაც წამოაცდევინონ ტრამპის წინააღმდეგ.

"სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები მისვამენ კითხვებს და ცდილობდნენ რაღაცაში დამიჭირონ, თუმცა ყოველთვის მაქვს საპასუხო კითხვა - შენ, რა,  წინააღმდეგი ხარ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის  კარგი ურთიერთობების?" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დრო აჩვენებს, თუ როგორ  ურთიერთობები დამყარდება ორ ქვეყანას შორის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43