არგენტინელმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ მოწინააღმდეგეს მოედანზე ნემსით ჩხვლეტდა

ხუთშაბათი, 15 ივნისი, 2017 - 13:58

არგენტინელმა, "პასიფიკოს" ფეხბურთელმა ფედერიკო ალიენდემ აღიარა, რომ მან მოედანზე მოწინააღმდეგე ნემსით რამდენჯერმე დაჩხვლიტა. ამის შესახებ ფეხბურთელმა  არგენტინულ რადიოსადგურ Vorterix-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ფედერიკო ალიენდეს თქმით, მან ნემსი არგენტინის ჩემპიონატის მატჩის დროს, გასულ კვირას,  "ესტუდიანტესის" თავდამსხმელის წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა.

 "ჩვენ ვიცოდით, რომ უნდა გვეთამაშა ბინძურად  და "ესტუდიანტესის"  თავდამსხმელს ხუან ოტეროს  თამაშის დროს ნემსს ვჩხვლეტდი", - განაცხადა ალიენდემ და განმარტა, რომ ფეხბურთი "ჭკვიანების"  თამაშია.

ადგილობრივი მედიის ცნობით,  კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ხუან ოტერომ გაასაჩივრა მოედანზე ნემსის ჩხვლეტის ფაქტები, თუმცა მისი საჩივრები  უგულებელყოფილი იყო.

სკანდალს, რომელიც ფეხბურთელის მიერ მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ნემსის გამოყენებას მოჰყვა,  "პასიფიკოს" პრეზიდენტი გამოეხმაურა. მისი თქმით,  სიამოვნებით "გააპანღურებდა"  კლუბიდან ფედერიკო ალიენდეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46