12 დაღუპული და ათობით დაკარგული ადამიანი - ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში

ხუთშაბათი, 15 ივნისი, 2017 - 13:30

12 დაღუპული და ათობით დაკარგული ადამიანი, საავადმყოფოებში 70-ზე მეტი დაშავებულია გადაყვანილი, მათგან 20-მდე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია,   - ასეთია ლონდონში, ნოტინგ ჰილში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგები.

არსებული ინფორმაციით, უცნობია ათეულობით ოჯახის  ადგილსამყოფელი. პოლიციის განაცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, მოიმატებს.

ლონდონის  სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დენი კოტონი აცხადებს, რომ შენობაში თუნდაც ერთ ცოცხალ ადამიანს მიაკვლიონ, ეს  "სასწაული" იქნება.

 ხანძარი 24-სართულიან შენობას ოთხშაბათს ღამით გაუჩნდა, ხელისუფლების ინფორმაციით, სავარაუდოდ, შენობაში 600-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46