საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ

ხუთშაბათი, 15 ივნისი, 2017 - 11:46

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 16-18 ივნისს ვენეციას ეწვევა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან ერთად ვენეციის კომისიის 111- ე სესიას დაესწრება.

პლენარულ სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე იმსჯელებენ. საკითხის ირგვლივ გაიმართება დისკუსია.

„ხვალ ვენეციის კომისიის სესია გაიმართება და შესაბამისად, განხილული იქნება ვენეციის კომისიის მიერ ჩვენს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნა. როგორც თავიდანვე დავდეთ პირობა, რომ გავითვალისწინებდით ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას, რა თქმა უნდა, ამ პირობას ბოლომდე მივყვებით და ვასრულებთ. შესაბამისად, კონსტიტუცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უყრის კენჭს, იქნება სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, იქნება გამართული დოკუმენტი და ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან კარგი კონსტიტუცია. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, იმიტომ, რომ ყველა ის შენიშვნა, რომელიც არის ვენეციის კომისიის მხრიდან გამოთქმული, საბოლოო ჯამში, გათვალისწინებული იქნება. რაც შეეხება ჩვენს კომუნიკაციას ვენეციის კომისიასთან, მათ წერილობით ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ. ხვალ, შეხვედრაზე, დამატებით გვექნება კომუნიკაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შენიშვნებიც იქნება მათი მხრიდან გათვალისწინებული, განსაკუთრებით, ტექნიკური ხასიათის. დანარჩენს, პირიქით, ჩვენ გავითვალისწინებთ სამუშაო პროცესში“, - განაცხადა ვენეციაში გამგზავრებამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43