ევროპარლამენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს

ხუთშაბათი, 15 ივნისი, 2017 - 11:25

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმე გამოძიონ და გააქარწყლონ  მის გაუჩინარების საქმეში ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობის შესახებ გამოთქმული ეჭვები, ხოლო აზერბაიჯანის მთავრობას ჟურნალისტის უპირობო გაათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ  სპეციალურ რეზოლუციაში ნათქვამი, რომელსაც ევროპარლამენტში დღეს უყრიან კენჭს. 

პროექტის მიხედვით, საქართველო, როგორც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის წევრი ქვეყანა,  პასუხგისმგებელია, დაიცვას საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მესამე ქვეყნის მოქალაქეები, ასევე პირები, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ და, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური ან სხვა საქმიანობის გამო გასამართლება ელოდებათ. 

რეზოლუციის პროექტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტი გატაცებადაა შეფასებული. ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს გეგმავს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში ოჯახთან ერთად ცხოვრობს,  29 მაისს გაუჩინარდა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ჟურნალისტი ბაქოში აღმოჩნდა და მას აზერბაიჯანის  მხარემ ბრალი უკანონოდ საზღვრის გადაკვეთასა და ფულის კონტრაბანდაში წაუყენა, რისთვისაც  სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.    როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გატაცებასა და აზერბაიჯანის მხარისთვის გადაცემაში ქართულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5