მცხეთის კულტურის ცენტრის გახნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი დაესწრო

ოთხშაბათი, 14 ივნისი, 2017 - 14:09

მცხეთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე კულტურის ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

ახალ კულტურის ცენტრში ფუნქციონირებს 450–კაციანი საკონცერტო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია პროფესიული სტანდარტების, უმაღლესი კლასის ვიდეო, აუდიო, გახმოვანებისა და განათების სისტემებით. შენობაში განთავსებულია სარეპეტიციო დარბაზები, საგრიმიოროები, ხმის ჩამწერი სტუდია, საოპერატოროები, სარეჟისორო, საკონფერენციო, ხატვისა და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები.

2012 წელს მომხდარი ხანძრის გამო, ქალაქი მცხეთა კულტურის სახლის გარეშე იყო დარჩენილი. ახალი ცენტრის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო.

მცხეთაში მყოფმა პრემიერ–მინისტრმა ასევე დაათვალიერა სპორტულ– გამაჯანსაღებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები. პროექტი მოიცავს 2 საცურაო აუზს და დახურულ მრავალფუნქციურ დარბაზს.

მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43