ესპანეთის პროკურატურამ კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ საქმე აღძრა

სამშაბათი, 13 ივნისი, 2017 - 16:30

ესპანეთის პროკურატურამ  მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ საქმე აღძრა. ფეხბურთელს ბრალად  გადასახადების გადაუხდელობა აქვს წარდგენილი, - იუწყება Reuters.

ამას გარდა, ფეხბურთელს შემოსავლების დამალვაშიც ადანაშაულებენ, რასაც სპეციალურად შექმნილი კომპანიის საშუალებით ახერხებს. 

საზედამხედველო უწყების ცნობით, რონალდუს  სამი წლის განმავლობაში ესპანეთის ხაზინაში გადაუხდელი თანხა  დაახლოებით 14.7 მილიონი ევროს შეადგენს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაისის ბოლოს, კრიშტიანუ რონალდუმ ექვსი მილიონი ევრო გადაიხადა, რათა მის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულიყო. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5