ნიკიტა მიხალკოვი რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთათვის ფიცის ტექსტის შემუშავებაში იღებს მონაწილეობას

სამშაბათი, 13 ივნისი, 2017 - 20:07

რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი  სახელმწიფო სათათბიროს სამუშაო ჯგუფს შეუერთდა, რომელმაც ფიცის ტექსტი უნდა მოამზადოს, რომელიც რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველებმა უნდა დადონ.

ჯგუფი პირველად ხუთშაბათს, 15 ივნისს შეიკრიბება.

ფიცის მომზადებაში მონაწილეობას სათათბიროს  ოთხი ფრაქცია, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში,  იურისტები, მეცნიერები და ადამიანის უფლებათა დამცველები მიიღებენ.

ფიცის ავტორები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების შემდეგ მის გაუქმებასაც გაითვალისწინებენ, თუკი პირი დაარღვევს ვალდებულებას და არ დაიცავს რუსეთის კონსტიტუციას და კანონებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5