რამდენჯერ უნდა აღმოჩნდეს, რომ მართალი ვიყავი? - მიხეილ სააკაშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციაზე

სამშაბათი, 13 ივნისი, 2017 - 12:13

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინაში მოღვაწე პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი, ავსტრიაში ჩეჩენი მებრძოლის, მაგამედ იბრაგიმოვის სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებას ეხმიანება.

"რამდენჯერ უნდა აღმოჩნდეს, რომ მართალი ვიყავი? მაშინ რომ არ მებრძანებინა გადამწყვეტი ზომების მიღება, მივიღებდით ახალ რუსულ შემოჭრას, რომლებიც "ცხელ კვალზე" გამოყვებოდნენ "საქართველოდან რუსეთში გადასულ ტერორისტებს" და უფრო მეტიც, ამას დასავლეთიც არ გააპროტესტებდა. საინტერესოა ისიც, რომ ამის შემდეგ ახმედ ჩატაევს უკავშირდება სტამბულის აეროპორტის ტერაქტი, რომელიც მაშინდელი რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის სიტუაციაში ადვილად ხსნის ტერაქტში რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობას. ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩატაევი, რუსეთის სხვა აგენტებთან ერთად, ივანიშვილმა სწორედ მოსკოვის მოწოდებით გაუშვა", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ავსტრიაში სასამართლო პროცესზე ჩეჩენმა მებრძოლმა  მაგამედ იბრაგიმოვმა, რომელსაც ბრალად 2012 წელს, ლაფანყურის მოვლენებში მონაწილეობა ედება, განაცხადა, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურებისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის რამზან კადიროვის აგენტია და მას  ახმედ ჩატაევთან ერთად, "ჯიჰადისთვის" გადაბირებული შეიარაღებული ახალგაზრდები საქართველოდან, ჩეჩნეთსა და დაღესტანში  უნდა გადაეყვანა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41