საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

სამშაბათი, 13 ივნისი, 2017 - 11:49

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ასტანაში, ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულან ნაზარბაევის სასახლეში გაიმართება. საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და ნურსულთან ნაზარბაევი გაფართოებულ ფორმატში, სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით შეხვედრებიან, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ყაზახეთის პრემიერთან, პარლამენტში სენატისა და მაჟელისის თავმჯდომარეებთან. გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად ასტანაში, ,,ექსპო-2017''-ის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, საქართველოს და ყაზახეთის პავილიონებს დაათვალიერებს და გამოფენის ფარგლებში ,,საქართველოს ეროვნული დღის'' აღნიშვნას დაესწრება.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში 13 ივნისს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55