საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახეთში ვიზიტი შეაფასა

სამშაბათი, 13 ივნისი, 2017 - 17:28

საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახეთში ვიზიტი შეაფასა და ვიზიტის ფარგლებში გამართულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი და წარმატებული უწოდა.

"ამ მოლაპარაკებებს ვაფასებ, როგორც უაღრესად წარმატებულს და კიდევ ერთ, წინ გადადგმულ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში'', - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პრეზიდენტმა „ექსპო - 2017“ - ს შთამბეჭდავი უწოდა და საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინდა მადლობა ვუთხრა, როგორც ჩვენ ყაზახ პარტნიორებს, რომლებმაც მოგვცეს შესაძლებლობა ფართოდ გაგვეშალა ჩვენი შესაძლებლობები ექსპოს ფარგლებში და ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ პავილიონის მოწყობაში. ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენ არაჩვეულებრივ მუსიკოსებს და მომღერლებს, რომლებმაც ქართული კულტურის ნათლად წარმოჩენით კიდევ უფრო დიდი ქართული დღესასწაული შექმნეს დღეს ასტანაში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5