თეოდორა კახიანი ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

ორშაბათი, 12 ივნისი, 2017 - 22:32

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო - თეოდორა კახიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა მოფარიკავემ ნახევარფინალური შეხვედრა უნგრელ ლიზა პუსტალს 15:12 მოუგო, ფინალურ დაპირისპირებაში კი იტალიელი როსელა გრეგორიო 15:8 დაამარცხა.

თეოდორა კახიანმა ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვამ ამ დრომდე ფარიკაობაში საქართველოს ევროპის ჩემპიონი არ ყოლია.

საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 22 სპორტსმენით წარდგება. მედლები ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებაში, ხმლით და რაპირით ფარიკაობაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების ლიდერი, რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სანდრო ბაზაძე ბილიკზე 15 ივნისს გავა და მედლისთვის ხმლით ფარიკაობაში იბრძოლებს. ევროპირველობის პარალელურად თბილისი ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესსაც უმასპინძლებს, რომელშიც 44 ქვეყნის წარმომადგენელი ჩაერთვება.

ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი 12 ივნისს, ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ტანვარჯიშის დარბაზში გაიმართა.

ევროპის ჩემპიონატი 12-17 ივნისს Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება და მასში მონაწილეობას  40 ქვეყნის 408 სპორტსმენი - 235 ვაჟი და  173 ქალი მიიღებს. 

ევროპირველობის გახსნის ცერემონიალს  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო, რომელმაც ტურნირში მონაწილე სპორტსმენებს წარმატება უსურვა. ევროპირველობის გახსნის ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი. თბილისში ჩემპიონატზე დასაწრებად ჩამოვიდა ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის პრეზიდენტი სტანისლას პოზდნიაკოვიც.

მოგვიანებით, ტარიელ ხეჩიკაშვილმა არჩილ გოგელიას, რომელიც წლების მანძილზე ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი იყო სპორტის რაინდის წოდება გადასცა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46