ძლიერმა წვიმამ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა

ორშაბათი, 12 ივნისი, 2017 - 17:25

კოკისპირულმა წვიმამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარეებმა საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები დატბორეს. ხობის მუნიციპალიტეტში, ადიდებულმა მდინარე ხობმა, მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები დატბორა. ადიდებულმა წყალმა სატვირთო მანქანა მიიტაცა. მძღოლის გადარჩენა სამაშველო სამსახურის დახმარებით მოხერხდა.

არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის გამგებელი ადგილზე გაეცნენ. ლევან შონიამ მაშველებს გაწეული რთული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

ჩხორწყუს მუნიციპალიტეტში კი ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა შიდა საუბნო გზები ჩამორეცხეს. სოფელ ნაკიანში, რამდენიმე ადგილას მეწყერია ჩამოწოლილი, რის გამოც სოფლის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა შეზღუდულია. ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. მდინარე ,,ზანას" ადიდების გამო მწყობრიდანაა გამოსული ჩხოროწყუ-ახუთის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი. ამ დროისთვის, ამ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია.

გამგებელი დათო გოგუა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, დილიდან იმყოფება სტიქიის ზონაში და ეცნობა შექმნილ ვითარებას.

ძლიარმა წვიმამ პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც, ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაღალის უბანში, შიდა გზა დაიმეწყრა. ადიდებულმა ღელემ სოფელ ობუჯში ხიდბოგირი დააზიანა და სავარგულები დატბორა, საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა სოფელ ლიაშიც, ადიდებულმა მდინარემ კი სოფელ ნაგურუში გაბიონები დააზიანა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში ძლიერი წვიმის გამო შიდა გზები ჩამოირეცხა. სოფელ ჭითაწყარში არსებულმა სანიაღვრეებმა ვერ გაატარეს უხვი ნალექი, რის გამოც მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. ჭითაწყარში სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. პრობლემურ ადგილებზე დილიდან იმყოფებიან ზუგდიდის გამგებლის მოადგილეები. ამ დროისთვის დაზიანებულ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

უხვი ნალექის შედეგად კერძო სახლების ეზოები და მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა ქალაქ ზუგდიდშიც. ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია და ვიცე-მერი გია გულორდავა დილიდანვე პრობლემურ ადგილებში იმყოფებოდნენ.

უხვი ნალექის გამო საკარმიდანო ნაკვეთები და სავარგულები დაიტბორა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერშიც. ამ დროისთვის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ოთხ ხოფელს, ასევე წალენჯიხის სოფელ ეწერის და მარტვილის სოფელ კურზუს აბონენტთა ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. დაზიანებულ კერებზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მობილური ჯგუფები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ, მათივე ინფორმაციით, ელექტრომომარაგება დღის ბოლომდე აღდგება.

ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტში მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41