ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ “იმედის” მხრიდან “თავისუფალ საქართველოსთან” მიმართებაში ქარტიის პრინციპების დარღვევა დაადასტურა

ორშაბათი, 12 ივნისი, 2017 - 17:21

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ “იმედის” მხრიდან “თავისუფალ საქართველოსთან” მიმართებაში ქარტიის პრინციპების დარღვევა დაადასტურა. 

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2017 წლის 11 აპრილს ტელეკომპანია „იმედმა“ მოამზადა სიუჟეტი „თავისუფალი საქართველოს“ ოფისში ჩატარებული ბრიფინგის შესახებ, რომელიც შეეხებოდა პარტიის წევრების გატაცებას და წამებას. ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში ფაქტები გადაიცა დამახინჯებულად და წამყვანის ლევან ჯავახიშვილის მიერ გამოხატული იყო აშკარა ცინიზმი და უპატივცემულობა პარტიის მიმართ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ შეისწავლა აღნიშნული სიუჟეტი და დაადგინა, რომ “თავისუფალი საქართველოს” აქტივობის გაშუქებისას ტელეკომპანია “იმედის” მხრიდან ადგილი ჰქონდა ჟურნალისტური ეთიკის ნორმების და ქარტიის პრინციპების უხეშ დარღვევას.

“თავისუფალი საქართველო” მადლობას უცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საკითხის ობიექტური შესწავლისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მომავალში მსგავს ფაქტებს ადგილი აღარ ექნება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41