ქართული ოცნება არ ღალატობს წინამორბედს და იგივე მეთოდებს იყენებს წინასაარჩევნო პოლიტიკურ ბრძოლაში - ლევან სამუშია

ორშაბათი, 12 ივნისი, 2017 - 16:32

ქართული ოცნება არ ღალატობს წინამორბედს და იგივე მეთოდებს იყენებს წინასაარჩევნო პოლიტიკურ ბრძოლაში, - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელმა მდივანმა ლევან სამუშიამ, პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ლევან სამუშიას განმარტებით, "ქართულმა ოცნებამ უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. ის არ ღალატობს თავის ჩვევებს და პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს სამსახურიდან მისივე ოპონენტებს.

"ამის ნათელი მაგალითია "თავისუფალი დემოკრატების“ გორის ორგანიზაციის ლიდერის ლიზა ყაზიშვილის გათავისუფლება სამსახურიდან, რაც გამოწვეული იყო მის მიერ გორის საკრებულოს სხდომაზე წარმოთქმული კრიტიკული აზრით ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ. მას ჯერ მოსთხოვეს განცხადების დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ, რაზეც მიიღეს უარი. ამის შემდგომ, რეორგანიზაციის მოტივით ყველა გაათავისუფლეს სამსახურიდან და აღადგინეს ყველა გარდა ლიზა ყაზიშვილისა“, - განაცხადა სამუშიამ.

"თავისუფალი დემოკრატები“ ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და ადამიანების გათავისუფლება სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო, რომ ,,ქართული ოცნების“ ოპონენტ ძალას წარმოადგენენ.

"თავისუფალი დემოკრატების“ გორის ორგანიზაციის ლიდერის ლიზა ყაზიშვილის განმარტებით, თავად გახდა იმ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი, რომლის წინააღმდეგ წლების განმავლობაში იბრძოდა.

"მოგახსენებთ, რომ მრავალი წლის მანძილზე ვარ ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების პროცესებში. თუმცა ის, რის წინააღმდეგაც თავად ვიბრძოდი დღეს პირადად შემეხო და გავხდი პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩემს გათავისუფლებას სამსახურიდან წინ უძღოდა ჩემივე გამოსვლა ქალაქ გორის საკრებულოს სხდომაზე თვითმმართველობის დასაცავად. როგორც ჩანს, ეს ვერ მაპატია ადგილობრივმა ხელისუფლებამ. მე არ ვცვლი ჩემს პოზიციას. დიახ, ნებისმიერი სახელმწიფოს წინსვლა რეალურ თვითმმართველობაზე დგას. ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება რა თქმა უნდა აისახება ჩემი ოჯახის სოციალურ მდგომარეობაზე, მაგრამ მე არაფრის გამო არ ვაპირებ დავთმო ჩემი ღირებულებები და პრინციპები, რომლითაც აქამდე მიცხოვრია. მე არ ვარტო, გარდა ჩემი პოლიტიკური გუნდისა ჩემს გვერდით უამრავი ადამიანია, რომელთა უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი ბოლო დღეების განმავლობაში. სწორედ ამ ადამიანებთან ერთად გავაგრძელებ მოქმედებას, ვიბრძოლებ ბოლომდე ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად. ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ჩემი მაგალითი იყოს ბოლო და ქვეყანაში აღარავინ გახდეს პოლიტიკური დისკრიმინაციის მსხვერპლი“, - განაცხადა ლიზა ყაზიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46