როდემდე შეიძლება ვითმინოთ ქართული მოსახლეობის დამცირება აზერბაიჯანში - ნიკოლოზ მჟავანაძე ხელისუფლებას მიმართავს

ორშაბათი, 12 ივნისი, 2017 - 23:12

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ჰერეთში ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში განხორციელებული ვანდალური აქტის გამო.

"როდემდე შეიძლება ვითმინოთ რელიგიური და ეთნიკური ნიშნით ქართული მოსახლეობის დამცირება აზერბაიჯანში. ასეთი ფაქტი რომ საქართველოში რომელიმე მეჩეთში მომხდარიყომ ვინ გააჩერებდა სოროსის ლეკვებს და სახალხო დამცველს. სექტანტო უჩა ნანუაშვილო ქართველთა შევიწროებაზე აგიკრძალეს ხმის ამოღება. საქართველოს მთავრობავ ყოველ ნოვრუზ ბაირამზე რომ აზერაბიჯანულ ენაზე ულოცავ ქვემო ქართლში აზებაიჯანელებს რელიგიურ დღესასწაულებს შენც აგიკრძალეს ჩვენი სისხლის და ხორცის უფლებების დაცვა", - აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.

ცნობისთვის: კახის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ქართველი მართლმადიდებლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სალოცავია, ტელეკომპანია ARB-ს გადაცემა „ფერნანდო ქალაქშია“ სიუჟეტისათვის გადასაღებ მოედნად გამოიყენა. ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46