„ბირჟა მაფიას“ წევრები პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ორშაბათი, 12 ივნისი, 2017 - 16:09

ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრები მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია სააპელაციო სასამართლომ პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თავდაპირველად სასამართლო სხდომაზე  მოსამართლემ  მიხეილ მგალობლიშვილის საქმე განიხილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალა.

„ბირჟა მაფიას“ მეორე წევრის გიორგი ქებურიას საქმე სასამართლომ მოგვიანებით განიხილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით,  გიორგი ქებურია  პატიმრობიდან 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

„ბირჟა მაფიას“ წევრები, პროკურატურის ინფორმაციით,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებით დააკავეს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რეპერები იმ კლიპისთვის დააკავეს, რომელიც პოლიციაზე ჩაწერეს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55