მალე საქართველოში სამსახური მხოლოდ ოცნების უტვინო დეპუტატებს და არაკომპეტენტურ მინისტრებსღა დარჩებათ - გია მაისაშვილი

პარასკევი, 12 მაისი, 2017 - 23:46

არ არის ეს მესი, კალაძეა, კა. ლა. ძე.

ახლახან ვუყურე გაბუნიას გადაცემას- არჩევანი, რომელსაც ცალსახა მიზანი ჰქონდა, ეჩვენებინა ოცნების მთავრობის უსუსურობა. უნდა ვაღიარო, რუსთავი 2-მა მთავრობას ამაღამ, 10: 0 მოუგო. მე მინახავს მრავალი მთავრობა-ცუდი, საშუალო, ძალიან ცუდი, არაკომპეტენტური, იშვიათად, გარკვეულწილად ეფექტურიც. მაგრამ არასდროს მინახავს მთავრობა-სრული არაფრობა, რომელიც ამდენი წელია მხოლოდ სამარცხვინოდ მიჰყვება მოვლენებს, მათზე მხოლოდ რეაგირებს და ვერანაირ მოვლენას თავად, პრაქტიულად , ვერ ქმნის.

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას მეხუთე წელია პულსი აღარ ესინჯება. მას ქართველი ერისთვის მთავარი ამოცანა ჯერ არც კი დაუსახავს და შესაბამისად, არანაირი თანმიმდევრული, ორგანიზებული ქმედება მის აღსასრულებლად არ დაუწყია. არა და ყოველ გაცდენილ დღეს ოქროს ფასი აქვს.

რუსთავი2 მა მიკერძოებული, არასრული შეკითხვებით მისდაუნებურად წარმოგვიჩინა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენი ერის სრული დეგრადაცია, რომელსაც სასწრაფო განკურნება სჭირდება. მკურნალობის დაწყება კი , მხოლოდ გულწრფელი დიაგნოზის დასმით თუა შესაძლებელი. დიაგნოზი კი მძიმეა -- სხვისი ხელის შემყურეობა, ფუქსავატობა, უპასუხისმგებლობაა. გადაცემაში მთავრობის მლანძღველიც, დამცველიც და " მიუკერძოებელი" რუსთავი 2 იც იაფფასიანი ფარსის ნაწილია. კამერების წინ უმრავლესობა "ტირილით "ითხოვს დახმარებას, სამუშაო ადგილებს, წამლის ფულს. ერთი არავინ დაფიქრებულა იმაზე, რომ ის ავადმყოფობა, რაც უმრავლესობა " მოტირალ" რესპოდენტს სჭირს აფთიაქის წამლით არ იკურნება. მოტირალ გაჭირვებულთა მთავარი საჩივარი სამსახურის არ ქონა, წამლის და სიგარეტის ფულის გათავებაა სოციალური დახმარების მოხსნის გამო. სოციალური დახმარება სიგარეტის ფული რომ გქონდეს და მერე სახელმწიფოს მწირე ბიუჯეტიდან უფასო მკურნალობა რომ მოითხოვო იმისთვის არაა. დაზღვევა საგანგებო დავადებისგან განკურნებაში უნდა დაიხარჯოს.

უმუშევრობააო და უკლებრივ ყველა დომინოსა და ნარდის თამაშს არ ცდებოდა. თან ამაზრზენად აცხადებდა, "ვიფიქრე, ფული აქვს, ხმას მივცემ, დამეხმარება", თავს ვიკლავდიო მისთვის. მაგ ტიპის ხალხი თავს სხვისი გულისთვის არასდროს იკლავს. საკუთარი თავისთვის იბრძოდნენ უდაოდ. ამ ბრიყვებს ეგონათ, არიქა, ავშენდით, ბიძინა სულ წითელ თუმნიანებს ჩამოგვირიგებსო აწი, ისევე როგორც მათ მსგავთ ცოტათი ადრე ეგონათ შევარდნაძე სულ ცხელ ცხელ  "პერაშკებს" ჩამოუტანდა მოსკოვიდან. ხოდა რაც მიიღეს, სხვას ნუ დააბრალებენ.

სამუშაო ადგილები შექმენითო, რომ მოსთქვამენ, იცოცხლე ეგ მინდა მეც. მაგრამ რამდენი თქვენგანია თანამედროვე სამუშაოს შემსრულებელი? შეგიძლია შრომა? გააქვს შრომის კულტურა და კვალიფიკაცია? ყველა დახმარებას რომ ითხოვს რატომ არც ერთ მათგანს და არც ერთ ჟურნალისტს არ წამოსცდა, მოდით ამ ხალხს დავეხმაროთ მათი მასიური პროფესიული გადამზადებით, შედუღების , კანალიზაციის გაყვანის, მანქანის ხელოსნობის, ტექნოლოგიის, სოფლის მეურნეობის, დურგლობის სწავლაში,მუშაობა რომ შეძლო. მთავრობას ეს მოსთხოვეთ, ნარდის თამაშისა და ბირჟაზე დგომის ნაცვლად. თორემ სხვისი დახმარების მოლოდინე, უცოდინარი და უზნეო ერი ვერც მომავალს შექმნის და არც არსებობას იმსახურებს. გაჭირვების დაძლევა მხოლოდ შრომითა და ცოდნითაა შესაძლებელი. ამის ორგანიზება მოვთხოვოთ ამ მთავრობას და არა ამ იაფფასიანი გადაცემებით დავკარგოთ დრო და დავიზაფროთ უსაგნოდ.  

ჩემი მთავარი საწუხარი ისაა, რომ ამ პრაქტიკული პროფესიული სწავლების ორგანიზების სქემებს ვაძლევ აწ უკვე მერამდენე მთავრობას ამდენი წლებია, ქმედება კი არ ჩანს . "არსაიდან ხმა, არსით ძახილი..." ნუ გავწირავთ ამ თაობებს პენსიებისა და სოციალური დახმარების მოლოდინში. მაღალი პენსია არ არსებობს, შემოსავლის გაზრდა მხოლოდ მაღალ პროდუქტიული დამატებითი ღირებულების შექმნითაა შესაძლებელი. ამ დღევანდელმა გადაცემამ დამარწმუნა კვლავაც-საქართველოს ხსნა ადამიანური კაპიტალის ზრდის მასიურ ორგანიზებაშია. არც ერთი ოჯახი შემოსავლის გარეშე, არც ერთი ადამიანი ასაკის მიუხედავად, ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობის გარეშე. მთელი რესურსი აქეთ, თორემ მალე საქართველოში სამსახური მხოლოდ ოცნების უტვინო დეპუტატებს და არაკომპეტენტურ მინისტრებს ღა დარჩებათ, დანარჩენი ერი კი სოციალურ დახმარებაზე ვიქნებით ყველა. ოღონდ, სიგარეტის ფულიც კი აღარ გვექნება ბიძიკოებო.

პრეზიდენტს ხალხი უნდა ირჩევდესო? დაა? აბა რა, ხალხი უნდა ირჩევდეს, მაგრამ თუკი ეს ინსტიტუტი არავითარ ფუნქციას აღარ ასრულებს, ვინც გინდა იმან აირჩიოს. აქ სწორი შეკითხვა ის იქნებოდა, "გვინდა კი ისეთი პრეზიდენტი, პლასტელინი, რომელსაც არავინ შეეკითხება " ბალი ათი შაურია". ?ჯამრთელია ხელისუფლება, რომელიც არ ბალანსდება და შეუზღუდავია? სადაც მმართველი პარტია კითხვის დაუსმელად გააკონტრილებს ხელისუფლების ყველა ბერკეტს? აქ ჩვენი პასუხია - ააარააა!!! რადგან როგორც წესი, ისეთ პოლიტიკურად დაუღვინებელ ქვეყნებში როგორიც საქართველოა მმართველი პარტიისთვის ასეთი უკონტროლო ძალაუფლების მიცემა საშიშია და ქვეყნის განვითარების შემფერხებელი. გადავხედოთ ისტორიას. "რა ?მე შენ გეტყვი, ბიძინას და ოცნებას ქვეყნის ეფექტური მართვა სურთ ან შეუძლიათ და საკმარისი ძალაუფლება არ ააქვთ საამისოდ? " ბიძინა რომ ბრაზილიის ნაკრებთან მოედანზე გამოუშვა სათამაშოდ და ყველაზე საუკეთესო ბუცები ჩააცვა, ითამაშებს რამეს? დინამოსი არ იყოს, არ შეუძლია ბატონო, თამაში არ იცის და ეძახე შენ - კალაძე კალაძე, არ არის ბატონო , ეგ მესი, კალაძეა, კა -ლა- ძე. და "ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად." გინდ შენ აირჩიე და გინდ დიდმა პატარა "მგოსანმა". ფარჩაკი ფარჩაკი იქნება. "სუდია პიდა... სტ!!!". აი, რუ სთავო 2, მე ამ შეკითხვას დავსვამდი, - წერს სოციალურ ქსელში ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე გია მაისაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43