რესპუბლიკური პარტია საგანგაშოდ მიიჩნევს „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავებას

პარასკევი, 09 ივნისი, 2017 - 18:38

საქართველოს რესპუბლიკური პარტია საგანგაშოდ მიიჩნევს „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავების ფაქტს.

"დღეს სასამართლო განხილვის ეტაპზე გამოვლინდა, რომ სამართლადცამცავი ორგანოები კვლავ აგრძელებენ ძალადობასა და ღირსების შემლახავ მოპყრობას. ტრაგიკული რეალობაა ის, რომ სამართალდამცავ სისტემაში არსებული დანაშაულებრივი პრაქტიკა - ნარკოტიკული საშუალებების „ჩადება“, გრძელდება. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ აღიარებს არც ერთი პრობლემის არა თუ სიმწვავეს, არამედ არსებობასაც კი.

უმნიშვნელოვანესია, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, მიშკა მგალობლიშვილის დაკავების პროცესში, იმ სამართალდამცველების მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე, რომლებზეც დაკავებული პირი საუბრობდა სასამართლო განხილვის დროს. ასევე, უმოკლეს ვადებში დაიწყოს მუშაობა არსებული კანონმდებლობის და პრაქტიკის შეცვლის, ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებაზე.

ამ რეფორმის განხორციელების გარეშე, საქართველო ვერ დააღწევს თავს სახელისუფლებო თუ უწყებრივ შანტაჟსა და მანიპულაციებს", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46