დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი

შაბათი, 10 ივნისი, 2017 - 18:30

პოლიტიკა არსად და არასოდეს ყოფილა ანგელოზთა დასი, მაგრამ ქართული პოლიტიკა, რომ უზნეოთა თავშესაყარია, ამის ნათელი მაგალითია ბოლო 25 წელი. სიცრუე; ორპირობა; ნეპოტიზმი, კორუფცია და ყველაზე ამაზრზენი -პოლიტიკური ბიზნესი, სადაც გასაყიდი ობიექტი - საქართველოა.

როცა კომუნისტებს ვებრძოდი - ექსტრემისტი ვიყავი; როდესაც ხუნტას დავუპირისპირდი - ზვიადისტი; მოქკავშირელების დროს - მიშისტი; მიშას დროს - ბიძინისტი; ოცნების დროს, ისევ - მიშისტი; და ასე, დაუსრულებლად გაგრძელდება ჩემო “ისტობა“ მანამდე სანამ რაციონალურობა გაჭედავს საზოგადოებაში.

არასოდეს მქონია ამბიცია პოლიტიკაში ყოფნის და ამის მარტივი მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ ბრწყინვალედ ვაფასებ საკუთარ შესაძლებლობებს. ბუნებრივია არც ახლა ვგეგმავ კარიერის მომზადებას, როგორც, ეს უამრავ ჩემს ნაცნობს და ახლო მეგობრებს გგონიათ. დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკა, არ ნიშნავს ნაციონალების უპირობო მხარდაჭერას, ისე როგორც წარსულში ნაციონალებს კრიტიკა, არ ნიშნავდა ქოცების მხარდაჭერას... როგორც უამრავი თქვენგანი, მეც მიწევს ცუდსა და ძალიან ცუდს შორის არჩევანის გაკეთება, რადგან კარგი ჯერ არ არსებობს ფუფუნებისთვის. ვფიქრობ, უსაფუძვლოდ არავინ გამხდარხართ კრიტიკის ობიექტი და დარწმუნებული ვარ დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ, რადგან თქვენ, ის სიმართლე გხიბლავთ მხოლოდ, რომელიც თქვენს წისქვილზე ასხამს წყალს.

ნახევარ საუკუნეს გადავაბიჯე. ამ ხნის მანძილზე ნამდვილად შევძელი საკუთარი თავი დამერწმუნებინა პირად შესაძლებლობებში და სხვისი დარწმუნების სურვილი ნამდვილად არ მაქვს. მშვიდობაში მოიხმარეთ თქვენი პოლიტიკა... ღმერთით, ჩემს გზას ყოველთვის გავაგნებ :) ამ სამყაროში არსებობს უამრავი ხალხი, ვისაც ვჭირდები. ვისაც სჯერა ჩემი და ნდობის მანდატს მანიჭებს, - წერს სოციალურ ქსელში საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი და ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნუგზარ სულა სულაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5