ტურისტების უსაფრთხოების მიზნით, დრაკულას სასახლის ერთ-ერთი კოშკი დახურეს

შაბათი, 10 ივნისი, 2017 - 16:20

რუმინეთის ხელისუფლებამ, ტურისტების უსაფრთხოების მიზნით, ქვეყნის ყველაზე  პოპულარული ღირსშესანიშნაობა,  გრაფ დრაკულას სასახლის -  პოენარის ციხესიმაგრე - დროებით დახურა.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ხელისუფლებამ ტურისტების  დაცვა არა ვამპირებისგან, არამედ  დათვისგან გადაწყვიტა.

ცოტა ხნის წინ, რამდენიმე ტურისტი, რომელიც 1480 მეტრის  სიმაღლეზე, უძველესი ციხე-სიმაგრის  ნანგრევების კიბეზე ადიოდა,  ყავისფერ დათვს გადააწყდა, რომელიც სამ ბელს ზრდის.

გარემოს დაცვის სამინისტრომ ადგილობრივ ხელისუფლებას ნებართვა სთხოვა, დათვი თავისი ბელებით  ამ ტერიტორიიდან გაიყვანოს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46