ცინიზმზე და ხელების გადაგრეხვაზე დაფუძნებული ე.წ. კონსტიტუციური რეფორმა - თავისუფალი საქართველო მთავრობას ახალი საკონსტიტუციო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს

შაბათი, 10 ივნისი, 2017 - 17:35

პოლიტიკური პარტია “თავისუფალი საქართველო” მთავრობას ახალი საკონსტიტუციო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს.

"საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარი ვარიანტი, რომელშიც გაზიარებულია საქართველოს პრეზიდენტის და ოპოზიციური პარტიების აბსოლუტურად ყველა ძირითადი შენიშვნა, კონსტიტუციის მიღების წესთან, პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის სისტემასთან მიმართებაში. ეს არ არის მმართველი გუნდის პირველი ფიასკო საერთაშორისო ასპარეზზე: წულუკიანის უწყების “წყალობით” საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეაჩერა ევროპულმა სასამართლომ, ხოლო ევროპის საბჭომ უარი თქვა ევროსასამართლოს წევრობის ქართველი კანდიდატების განხილვაზე.

არაერთხელ წინასწარ გავაფრთხილეთ საქართველოს ფორმალური და არაფორმალური მთავრობები, რომ ირაკლი კობახიძის და სხვა ოდიოზური ფიგურების მიერ ნაციონალური მოძრაობის სტილში ცინიზმზე და ხელების გადაგრეხვაზე დაფუძნებული ე.წ. კონსტიტუციური რეფორმა დასრულდებოდა სწორედ ამ შედეგით (PS: გუშინვე ცნობილი გახდა კობახიძის კიდევ ერთი “ეშმაკობა”: ვენეციის კომიისთვის გაგზავნლ პროექტში მითითებულია, რომ პრეზიდენტს 2018 წელს აირჩევენ პირდაპირი წესით, რაც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო კომიიის მიერ დამტკიცებულ ოფიციალურ პროექტში).

შექმნილ ვითარებაში მთავრობას აქვს 2 არჩევანი: ა) ან ბოლომდე გააგრძელოს “კობახიძის” კურსი, რაც გარდაუვლად მიიყვანს ქვეყანას ახალ სამოქალაქო დაპირისპირებამდე თბილისის ქუჩებში. შევახსენებთ მთავრობის ხელმძღვანელებს, რომ 2007 წლის ნოემბრის აქციების მიზეზი სწორედ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ერთპარტიული წესით მიღებული კონსტიტუცია გახდა.

2) ან შეიქმნას ახალი საკონსტიტუციო კომისია, რომელშიც შევა ყველა კვალიფიციური პარტია და არა “შერჩევით”, შევლენ ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტული იურისტები და არა ყველაზე ლოიალურები, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების და უმცირესობების წარმომადგენლები, კომისია ორიენტირებული იქნება შეთანხმებაზე და არა კონფრონტაციაზე, საჯარო განხილვებს დაესწრება ხალხი და არა ადმინისტრაციული რესურსი, ყველაზე პრინციპული და სადავო საკითხები გამოტანილი იქნება რეფერენდუმზე და არა პოლიტ-საბჭოს სხდომაზე - შედეგად კი მომზადდება მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხის მქონე დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია და არა მმართველი პარტიის წესდების გადამუშავებული ვერსია.

მზად ვართ ამ პროცესში ჩავერთოთ “სუფთა ფურცლიდან” საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39