კახა კახიშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

შაბათი, 10 ივნისი, 2017 - 12:31

 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში კახა კახიშვილი შეხვედრებს სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესის წარმომადგენლებთან გამართავს, სადაც საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებსა და სამინისტროს პრიორიტეტებს განიხილავენ.

საქართველოს დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს ვოლშს, საკანონმდებლო საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის თანაშემწე რაიან მაკკორმაქს, სენატორ ჯონსონის თანაშემწე კეროლ ფოსტერს და პოლიტიკურ საკითხებში მთავარ მრჩეველ ლიდია უესტლეიქსს, ასევე, ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ჯონ ლითჩერს შეხვდება. დაგეგმილია დოჯისა და კოლუმბიის სასჯელაღსრულების დაწესებულებების, ჯონ ბურკის სასჯელაღსრულების ცენტრის, სრულწლოვან მამაკაც მსჯავრდებულთათვის განკუთვნილ და თავისუფლებისთვის მოსამზადებელ დაწესებულებებში სტუმრობა. აგრეთვე, გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა, რომელსაც დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა ბიუროს, იუსტიციის დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები დაესწრებიან.

ვიზიტის ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დელეგაციასთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც დაესწრება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51