მოგიტყანთ ნარკოპოლიტიკა! მოგიტყანთ ადამიანზე ორიენტირებული სოციალური სახელმწიფო! - ზურაბ ჯაფარიძე

პარასკევი, 09 ივნისი, 2017 - 23:02

პოლიტიკური გაერთიანება "ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე  მუსიკალურ ჯგუფ "ბირჟა მაფიის" წევრების მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავებას სოციალური ქსელით ეხმიანება.

"მიშკა მგალობლიშვილის სასამართლოზე ვიყავი 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს MDMA-ს ფლობის ბრალდებით. ემუქრება 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა.

პროკურორმა 40 წუთი დააგვიანა, სხვა პროცესზე ვიყავიო. სტაჟიორ-პროკურორს მიყავდა საქმე დაზუთხული ტექსტებით და ტაფა სახით მოსამართლემ პროცესი უშინაარსო ბოდიალში გაატარა და გადაწყვეტილების გამოტანისას 5 წამიც კი არ დაუხარჯავს ფიქრზე

1. ამ ადამიანს არასოდეს, არასოდეს ცხოვრებაში პრობლემა არ ჰქონია კანონთან, არც ნარკოტიკებთან დაკავაშირებით, არც რაიმე სხვა მიზეზით

2. ეს ადამიანი შეამოწმეს ნარკოტიკების მოხმარებაზე. შეუმოწმეს შარდი. აუღეს პირის ლორწოვანიდან ნაცხი. მის ორგანიზმში არ აღმოჩნდა არაფერი, საერთოდ არაფერი. ანუ, იმ მომენტისთვის კი არა, ბოლო თვის განმავლობაში ადამიანს არაფერი მოუხმარია, საერთოდ არაფერი

3. დაკავებისას არ გააცნეს საკუთარი უფლებები

4. დაკავებისას მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა

5. დაკავებისას არაერთხელ გასაგებად უთხრეს რომ რასაც უკეთებდნენ, უკეთებდნენ გადაღებული კლიპის გამო

6. დაკავებისას შარვლის უკანა ჯიბეში ჩაუდეს ვარდისფერი აბები, რომლებზეც ეუბნებიან რომ არის MDMA. (MDMA გქონიათ? მე მქონია. ჩემს გარშემო ბევრს ჰქონია. შარვლის უკანა ჯიბით ვინმე ატარებს MDMA-ს? მე ასეთს არ ვიცნობ. პრინციპში არც MDMA-ს ვარდისფერი აბები შემხვედრია, მაგრამ ვუშვებ რომ შეიძლება არსებობდეს)

7. Youtube-ზე კლიპის ატვირთვის შემდეგ ამ ადამიანს ემუქრებოდნენ და მისგან ითხოვდნენ რომ კლიპი აეღო. როგორც თავად ამბობს მას შეეშინდა და კლიპში პოლიციელი დაბლარა, რადგან მისი მიზანი არ იყო პოლიციასთან პრობლემები

8. კლიპში მღერის ორი ადამიანი. კლიპის Youtube-ზე ატვირთვის შემდეგ ამ ორ ადამიანს აკავებენ ცალცალკე, თბილისის სხვადასხვა უბანში და ორივეს ჯიბეში პოულობენ ვარდისფერ MDMA-ს აბებს. ვინმეს გჯერათ რომ ეს დაკავებები კავშირში არ არის კლიპთან?

9. მეორე ადამიანი ასევე აცხადებს რომ დაკავების შემდეგ მასაც იგივეს ეუბნებოდნენ პოლიციელები - რომ ეს ყველაფერი ხდება კლიპის გამო. მნიშვნელოვანია რომ ამ ორ ადამიანს დაკავების შემდეგ ერთმანეთთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ, ანუ საერთო ვერსიაზეც ვერ შეთანხმდებოდნენ ამის სურვილიც რომ ჰქონოდათ.

ჰოდა, რისი თქმა მინდა: ეს დედამოტყნული სისტემა ერთხელ უნდა აფეთქდეს! პოლიციელები რომლებიც ადამიანებს უდებენ ნარკოტიკებს და ასეთი ბრძანების გამცემები უნდა ჩაჯდნენ ციხეში! ეს თუ არ მოხდა, არაფერი შეიცვლება და ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ჩვენგანი, ჩვენი შვილები, ვართ საფრთხის ქვეშ!

მოგიტყანთ ნარკოპოლიტიკა! მოგიტყანთ რობოტი და უსულო პროკურატურა! მოგიტყანთ სამართლიანი, რეფორმირებული და თვითგანვითარებადი სასამართლო! და მოგიტყანთ ადამიანზე ორიენტირებული სოციალური სახელმწიფო!", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46