დესტრუქცია და კონსტრუქცია ერთმანეთთან შეუთავსებელია - ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის დესტრუქციულობაზე საუბრობს

პარასკევი, 09 ივნისი, 2017 - 17:47

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის გასაჯაროების შესახებ საუბრობს.

„ვენეციის კომისია გვეუბნებოდა, რომ მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ამ ეტაპზე დოკუმენტის გაგზავნა მხოლოდ ჩვენთვის და პრეზიდენტისთვის. ასეთი იყო მათი მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია. ქალბატონ თამარ ჩუგოშვილს ჰქონდა კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან. ჩვენ ვეყრდნობოდით ამ ინფორმაციას. გარდა ამისა, როგორც სხდომაზე უკვე აღვნიშნე, გუშინ ქალბატონმა ფიქრია ჩიხრაძემ ბრძანა, რომ ისინი გაეცნენ წინასწარ დოკუმენტს. ეს არის მისი სიტყვები. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს. ჩვენ ვსაუბრობთ ამ ლეგიტიმურ ეჭვზე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პრეზიდენტის ქმედებები დესტრუქციულია. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთო და ოთხი თვის განმავლობაში მისი მხრიდან ისმოდა დაუსაბუთებელი კრიტიკა:

„ოთხი თვის განმავლობაში, პრეზიდენტი არ ჩაერთო კომისიის მუშაობაში და ოთხი თვის განმავლობაში ჩვენ გვესმოდა მუდმივი, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი „კრიტიკა“. გარდა ამისა, მან დაიწყო კამპანია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ. შემდეგ გაგრძელდა ეს კამპანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამას ყველა ხედავთ, რა ხდება, როგორი მიდგომაა პრეზიდენტის მხრიდან ამ პროცესის მიმართ და ამის პარალელურად, პრეზიდენტი საუბრობს კონსენსუსზე, საუბრობს გარკვეულ ვადებზე. ბუნებრივია, ასეთ პირობებში პრეზიდენტს არანაირი მორალური უფლება არა აქვს გააკეთოს მითითებები რაიმე კონსენსუსზე, ან ვადებთან დაკავშირებით. მისი ქმედებები არის დესტრუქციული. დესტრუქცია და კონსტრუქცია ერთმანეთთან არის შეუთავსებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58