ზუსტად ასეთ დასკვნას ველოდებოდით - თამარ ჩუგოშვილი ვენეციის კომისიის დასკვნაზე

პარასკევი, 09 ივნისი, 2017 - 17:11

ვენეციის კომისიის წინასწარი მოსაზრებები საბოლოო დასკვნა არ არის. წინასწარი მოსაზრებები ჩვენს მოლოდინებს სრულად შეესაბამება. ზუსტად ასეთ დასკვნას ველოდებოდით ექსპერტებთან გამართული შეხვედრებიდან გამომდინარე,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ერთ-ერთი რეკომენდაცია ე.წ. ბონუსის სისტემისთვის ზღვარის დაწესებაა, რასაც მმართველი გუნდი სერიოზულად განიხილავს. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს და უფლებამოსილებებს, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებული ცვლილებები არ იქნება. მისივე თქმით, გარკვეული მოსაზრებები არსებობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებითაც.

„გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები სრულიად მისაღებია. ამ რეკომენდაციებზე, ყველაზე მეტად, აქცენტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კეთდება ხოლმე. იცით, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია არის ე.წ. ბონუსის სისტემისთვის ზღვარის დაწესება და ამას ჩვენ ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. ამ მიმართულებით ცვლილება იქნება შემოთავაზებული. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს და უფლებამოსილებებს, აქ განსაკუთრებული შენიშვნები გამოთქმული არ არის. ვენეციის კომისიისთვის არაპირდაპირი არჩევნები სრულიად მისაღებია და შესაბამისად, ამ მიმართულებით რაიმე ცვლილებები არ იქნება. არის გარკვეული მოსაზრებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესთან, გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერზე ვმსჯელობთ და ვაპირებთ, რომ სრულად გავითვალისწინოთ ვენეციის კომისიის ის შენიშვნები, რაც საბოლოო ვერსიაში იქნება ასახული. ეს არ არის საბოლოო“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მან, ასევე, უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის გასაჯაროების პრეზიდენტისთვის დაბრალება თავად დასკვნის შინაარსის გადაფარვის მცდელობაა.

„შინაარსი ზუსტად ის არის, რაც გვინდოდა და რასაც ველოდებოდით, ამიტომ გადასაფარი არაფერი გვაქვს“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43