ფედერალური ბიუროს დირექტორობიდან გათავისუფლებული ჯეიმს კომი დონალდ ტრამპს ტყუილსა და ცილისწამებაში ადანაშაულებს

ხუთშაბათი, 08 ივნისი, 2017 - 16:36

ამერიკის ფედერალური ბიუროს დირექტორობიდან გათავისუფლებული ჯეიმს კომი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს  ტყუილსა და  ცილისწამებაში ადანაშაულებს.

როგორც კომმა ამერიკის სენატის დაზვერვის კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა, მისი გათავისუფლების შესახებ ტრამპის განმარტებებმა დააბნია, რადგან, როგორც ყოფილი შეფი აცხადებს, მანამდე პრეზიდენტი არწმუნებდა, რომ იგი თავის სამუშაოს თავს სანიმუშოდ ართმევდა.

ჯეიმს კომის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მისი გათავისუფლება რუსეთთან დაკავშირებით გამოძიებას უკავშირდება, რომელმაც, მისივე თქმით, რატომღაც  ტრამპი დათრგუნა და გააღიზიანა. 

კომის თქმით, რუსეთის ფედერაცია ნამდვილად ახორციელებდა კიბერშეტევებს, რაც საშინაო საქმეებში ჩარევას ისახავდა მიზნად, თუმცა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიებას არ აწარმოებდა. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5