ელისო კილაძე აცხადებს, რომ მის გეგმებში რუსთავი 2-ის გენდირექტორობა არ შედის

პარასკევი, 09 ივნისი, 2017 - 12:15

გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ მის გეგმებში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორობა არ შედის და არც შეთავაზება არ მიუღია.

ელისო კილაძე ასევე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დირექტორის თანამდებობაზე კობა ნაყოფიას კანდიდატურაც განიხილება, არ ადასტურებს. 

კილაძის განცხადებით, მისი სამომავლო გეგმები უკავშირდება პოლიტიკას და არა რუსთავი 2-ის დირექტორობას და ადასტურებს გია ყარამანიშვილთან მეგობრობას, რომელსაც  პერიოდულად ხვდება თბილისში და კიევში.

"ვსაუბრობთ ყველაფერზე - მიმდინარე პროცესებზე, პოლიტიკაზე, მედიაზე, რუსთავი 2-ზე და ა.შ. ორი დღის წინ ჩამოვიდა, შევხვდით . ბუნებრივია, ამ და სხვა თემებზე ვისაუბრეთ, გავრცელებული ჭორებიც როგორც ჩანს, ამ შეხვედრას უკავშირდება . ნიკა გვარამიას დირექტორის პოსტიდან გადაყენებაზე საუბარი არ ყოფილა. შესაბამისად, დირექტორობაზე შეთავაზება არ მიმიღია. ნიკა გვარამიას გადადგომა ჯერჯერობით არის დაუდასტურებელი ინფორმაცია, ველოდები მის განცხადებას. იმედი მაქვს, მენეჯმენტი, გენერალური დირექტორი და ტელევიზიის კოლექტივი შექმნილი რთული მდგომარეობიდან ღირსეულ გამოსავალს მონახავს", - აცხადებს ელისო კილაძე.  

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43