ბელა სამარღანიშვილს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

პარასკევი, 09 ივნისი, 2017 - 11:32

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სპორტკომპლექს „არენა 1"-ში ცურვის გაკვეთილს დაესწრო და სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა ცურვის მწვრთნელს  ბელა სამარღანიშვილს.

ბელა სამარღანიშვილი წარმატებული სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, უკვე 30 წელია ცურვის მწვრთნელად მუშაობს და აღზრდილი ჰყავს არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენი. ბოლო წლებია, ბელა სამარღანიშვილი სპორტსმენებთან - მოცურავეებთან და წყალბურთელებთან, ასევე ცურვის მოყვარულებთან ერთად, შშმ ბავშვებს ამეცადინებს ცურვაში და მათ რეაბილიტაციაში ეხმარება.

"რა თქმა უნდა, ვულოცავ ქალბატონ ბელას ამ აღიარებას. საზოგადოებაში ის განსაკუთრებული პატივისცემით და სიყვარულით სარგებლობს და შეიძლება ითქვას, რომ პროფესიონალიზმის ნამდვილი მაგალითია. ასეთი სიყვარულიც მან რა თქმა უნდა, საკუთარი საქმის მიმართ პროფესიონალური მიდგომით დაიმსახურა. დღევანდელი დღე ქალბატონი ბელას დაფასების და აღიარების დღეა. მისი სამწრვრთნელო კარიერა ნამდვილად მისაბაძია სხვა მწვრთნელებისთვის, იმისათვის რომ სწორედ ასეთი სიყვარულით ემსახურონ საკუთარ საქმეს. ჩვენის მხრივ, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო ყოველთვის დაუფასებს შრომას და გარჯას საკუთარი საქმის ისეთ პროფესიონალებს, როგორიც ქალბატონი ბელაა", - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

 ბელა სამარღანიშვილი 1967 წელს დაიბადა. ცურვა დაიწყო 6 წლის ასაკიდან. პირველი სპორტული გამოცდილება მიიღო 10-11 წლის ასაკში. 13 წლის ასაკში გახდა სპორტის ოსტატი. არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ცურვაში. 1980-დან 1984 წლის ჩათვლით თავის ასაკობრივი კატეგორიაში გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ტურნირებზე, სპარტაკიადებზე და სხვა საკავშრო შეჯიბრებებზე კლუბ „დინამოს" სახელით. არის არაერთი ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი. წლების მანძილზე იყო საქართველოს ნაკრების წევრი. 1980-იან წლებში ფიზკულტურის ინსტიტუტის სახელით მოპოვებული აქვს არაერთი გამარჯვება. მიღებული აქვს უამრავი დიპლომი და მედალი სხვადასხვა შეჯიბრებებზე.

1987 წელს დაიწყო სამწრთვნელო მოღვაწეობა ბავშვთა მწვრთნელად. 1991 წლიდან დღემდე მუშაობს სპორტკომპლექს „არენაში".  სამწრთვნელო კარიერის განმავლობაში აღზარდა მოყვარულ მოცურავეთა მრავალი თაობა. აქტიურად მუშობს წყალბურთის სხვადასხვა კლუბთან სპორტსმენების ცურვის მწრთვნელის რანგში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5