რას წარმოვიდგენდი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებისაგან ქართული მიწის დაცვა დაგვჭირდებოდა - ჯუმბერ კირვალიძე

ხუთშაბათი, 08 ივნისი, 2017 - 14:34

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე  ქართული მიწის უცხოელებზე გასხვისების წინააღმდეგ  ბრძოლას საქართველოსა და ქართველი ერის მომავლის გადარჩენასთან აიგივებს.

"რას წარმოვიდგენდი, რომ - "ნაცების" მოძალადე რეჟიმის დამარცხების 5 წლის თავზე, ქართული მიწის დაცვა დაგვჭირდებოდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებისაგან. არ დავიჯერებდი ვინმეს რომ ეთქვა, - "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, ქართველებს, საზოგადოებრივ ტელევიზიასთან აქციის გამართვა და ბრძოლა დაგვჭირდებოდა, რათა საქართველოს მოსახლეობისათვის ხმა მიგვეწვდინა იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვას აპირებს, რაც არ უნდა დავუშვათ ქართველმა ხალხმა.

 უკაცრავად, მაგრამ მავანნი, "მასპინძელო-ს", როცა დაიძახებთ და არაბი-ჩინელი-ინდოელი-ირანელი თუ თურქი "გამოგეგებებათ ჭიშკარში", - მერეღა მიხვდებით, რომ ქართული მიწა არ უნდა გაგეყიდათ.

თქვე კაი ხალხო, გუშინ, მიწისძვრაზე შიშმა აგიტანათ და მშობლიური მიწის გაყიდვა არ გეშინიათ?! მაღლა, ღმერთს აჰხედეთ, სანამ დროა! ქართველებო! ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვას "ამათუიმ ფორმით" თუ დავუშვებთ, იცოდეთ, რომ ყველაფერს დავკარგავთ: თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, თვითმყოფადობას და ბოლოს სამშობლოსაც, ვერც ვერაფერი ვეღარ გვიშველის, ვერანაირი ინტეგრაცია მდიდარ ევროპაში უმიწოდ დარჩენილ ქართველებს ვერ გადაგვარჩენს და ბოშებად, - "ციგნებად ვიქცევით ჩვენს ყოფილ სამშობლო, საქართველოში", - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე .

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43