​საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისგან მადლობის წერილი მიიღო

ხუთშაბათი, 08 ივნისი, 2017 - 13:11

​საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისგან საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობისათვის მადლობის წერილი მიიღო.

„ბატონო პრეზიდენტო, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სახელით, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენს ულამაზეს დედაქალაქში საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობისათვის. ვაცნობიერებ რა თქვენს დატვირთულ გრაფიკს განსაკუთრებულად მადლიერი ვარ შეხვედრაში მონაწილეობის გამო. თქვენმა გულწრფელმა და მნიშვნელოვანმა შენიშვნებმა ხაზი გაუსვა იმ წვლილს, რომელიც რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, საქართველოს შეაქვს საერთო უსაფრთხოების საქმეში. თქვენს მოწოდებას ქართველი პოლიტიკოსების მიმართ - გაერთიანდნენ და ევროპული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპები განახორციელონ მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა დელეგატების მხრიდან. ასევე მოხარული ვარ, რომ სხდომის დაწყებამდე მომეცა თქვენთან სხვადასხვა საკითხის განხილვის საშუალება, განსაკუთრებულად ვაფასებ ჩვენს ღია და გულწრფელ დიალოგს.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საქართველოში ჩატარება ისტორიული შემთხვევაა, როგორ საქართველოსთვის, ასევე ასამბლეისთვის. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების კიდევ ერთხელ, ნათლად დადასტურდა სხდომის მიერ მიღებულ დეკლარაციაში.

ასამბლეა ძალისხმევას არ დაიშურებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დასახმარებლად. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას იმ უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც შეხვედრაში შეიტანეთ ასამბლეის მუშაობაში”, - აღნიშნულია პაოლო ალის წერილში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.69
  • 3.11
  • 3.55
  • 0.04
  • 0.46
  • 1.58