14-19 ივნისს თბილისში მერვე Kavkaz Jazz ფესტივალი გაიმართება

ხუთშაბათი, 08 ივნისი, 2017 - 13:02

14-19 ივნისს  თბილისში მერვე Kavkaz Jazz ფესტივალი გაიმართება, მოძრაობის თეატრში  მსმენელების წინაშე წარსდგებიან შემსრულებლები აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, საქართველოდან და სომხეთიდან.

14 ივნისს დაიწყება მასტერ-კლასების სერია ახალგაზრდა ჯაზ- შემსრულებლებისათვის. მეცადინეობებს გაუძღვებიან ცნობილი მუსიკოსები და პედაგოგები სალმან გამბაროვი, შენთურქ ოზთაში, ჯორჯ მელ (გიორგი მელიქიშვილი) და არმენ უსნუნცი. მასტერ-კლასებს ტრადიციულად, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უმასპინძლებს.

17 ივნისს 20.00 საათზე მოძრაობის თეატრში ჩატარდება კონცერტი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ბენდების მონაწილეობით.

Kavkaz Jazz ფესტივალი 2010 წლიდან ტარდება. ამ დროის განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მუსიკოსმა თერთმეტი ქვეყნიდან. 

პროექტის ორგანიზატორია ააიპ Art Bridge, წარმდგენია საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხოლო მხარდამჭერი - ქ.თბილისის მერია. პარტნიოერები: საქართელოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და იუნუს ემრეს ინსტიტუტი. 

19 ივნისს 20.00 მოძრაობის თეატრში კი გაიმართება დიდი დასკვნითი ჯემ-სეშენი სლოგანით Jazz Up The Borders (გააჯაზე საზღვრები) ოთხივე ქვეყნის მუსიკოსების შესრულებით. ერთ სცენაზე გამოვლენ როგორც ფესტივალის სპეციალური სტუმრები, ასევე მასტერ-კლასების მონაწილეებიც. ჯემ სეიშენს ცნობილი ქართველი მუსიკოსებიც შეუერთდებიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გვაბოლებენ: "გახსოვდეთ, ძალა ევროპაშიაო!" , ბავშვობიდან კი ოჯახსა და სკოლაში მასწავლიდნენ: ძალა ერთობაშიაო - ქეთი სესიაშვილი ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41