ალ პაჩინო ბავშვთა საფეხბურთო გუნდში სექსსკანდალის შესახებ ფილმში ითამაშებს

სამშაბათი, 06 ივნისი, 2017 - 20:32

კინოვარსკვლავი ალ პაჩინო ბავშვთა საფეხბურთო გუნდში სექსსკანდალის შესახებ  ფილმში  ითამაშებს, რომელიც ე.წ. ჯერი სანდასკის სახელითაა ცნობილი. ალ პაჩინო  ცნობილი ამერიკელი ფეხბურთის მწვრთნელის ჯო პატერნოს როლს შეასრულებს.

ჯოზეფ ვინსეტ პატერნო ამერიკული საფეხბურთო გუნდ Penn State-ის მთავარი მწვრთნელი 45 წლის მანძილზე იყო, თუმცა 2011 წელს გაირკვა, რომ მოზარდ ფეხბურთელებში სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. გამოძიებით გაირკვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე სექსუალურ ძალადობას  მისი თანაშემწე ჯერი სანდასკი წლების მანძილზე ახორციელებდა, 15 წლის მანძილზე   40 ეპიზოდზე მეტს ჰქონდა ადგილი.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ჯო პატერნომ არათუ იცოდა ამის შესახებ, არამედ მას ხელს აფარებდა.

ჯო პატერნო  თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე თვეში, ფილტვის კიბოთი 2012 წელს  გარდაიცვალა.

ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი ბარი ლევინსონია, ფილმის გადაღების დაწყების  თარიღი არ ხმაურდება, ასევე არაა ცნობილი ფილმის სახელი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42