ვლადიმერ პუტინი რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად ფიცის დადებას ითხოვს

სამშაბათი, 06 ივნისი, 2017 - 17:30

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებს მიმართა, რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებისას ფიცის დადების ცერემონიის შემოღებაზე იფიქრონ.

"ჩვენთან, როდესაც ადამიანი ჯარში მიდის, სამხედრო  ფიცს დებს. მაგრამ, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობას იღებენ, შეიძლება ზოგიერთი უცხო ქვეყნების  გამოცდილებაზე ვიფიქროთ, როგორიცაა ფიცის დადება ან რაიმე სხვა საზეიმო ღონისძიება, რომლითაც დაადასტურებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქედ გახდომის განზრახვას ", - განაცხადა პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს  სპიკერთან  ვიაჩესლავ ვოლოდინთან შეხვედრაზე.

თავის მხრივ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა პირობა დადო, რომ დეპუტატები შეისწავლიან ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილებას და რუსეთის ტრადიციების  გათვალისწინებით, პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენენ რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად ფიცის დადების საკითხს.

პუტინმა შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს სამართლის ნორმებში ცვლილებების შეტანას, რომელიც  ტერორისტულ საქმიანობაში ნასამართლევი პირისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45