ჯორჯ და ამალ კლუნებს ტყუპები შეეძინათ

სამშაბათი, 06 ივნისი, 2017 - 17:10

ცნობილ ამერიკელ მსახიობს ჯორჯ კლუნს და  ბრიტანელ ადვოკატს ამალ ალამუდინის ტყუპები შეეძინათ. ქალ-ვაჟი ვარსკვლავური წყვილისთვის პირველი შვილები არიან. 

"დღეს დილით ამალისა და ჯორჯის ცხოვრების ნაწილი ელა და ალექსანდრე გახდნენ. ელა, ამალი და  ალექსანდრე თავს კარგად გრძნობენ, ჯორჯს კი რამდენიმე დღე დასჭირდება,  ნორმალურ ცხოვრებას რომ დაუბრუნდეს", - განაცხადა ჟურნალისტებთან მსახიობის პრესმდივანმა.

ჯორჯ კლუნმა და  ამალ ალამუდინმა  2014 წლის სექტემბერში ვენეციაში იქორწინეს. 39 წლის ადვოკატი რიგი გახმაურებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობდა. ის იცავდა უკრაინის  ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს, ვიკილიქსის დამფუძნებელს ჯულიან ასანჟის და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ხადიჯა ისმაილოვას.

55 წლის ჯორჯ კლუნი მრავალი პრესტიჟული კინოპრემიის მფლობელია, არის "ოსკარის" ორჯერ გამარჯვებული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43