ALDE საქართველოს ხელისუფლებას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს

სამშაბათი, 06 ივნისი, 2017 - 21:21

ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის  (ALDE) პრეზიდენტი და ევროპარლამენტარი ჰანს ვან ბაალენი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ლიბერალური პარტიების “თავისუფალი დემოკრატებისა” და “რესპუბლიკელების” მოთხოვნას, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყოს  გამოძიება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოს ტერიტორიიდან გატაცების ფაქტთან დაკავშირებით.

“ევროპელი ლიბერალები მხარს ვუჭერთ ჩვენს პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში და საქართველოს ხელისუფლებისაგან მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გამოძიებას. აგრეთვე, ახსნა-განმარტებას აღნიშნულ გატაცების ფაქტთან დაკავშირებით.

მხარდაჭერას ვუცხადებთ ლიბერალებს აზერბაიჯანში და ევროკავშირისგან ვითხოვთ მოახდინონ შესაბამისი ზეწოლა აზერბაიჯანის რეჟიმზე, რათა აფგან მუხთარლი და სხვა პოლიტიკური პატიმრები დაუყოვნებლივ განთავსუფლდნენ საპატიმროებიდან.

ALDE სრულ მხარდაჭერას უცხადებს მის წევრ პარტიას აზერბაიჯანში - „მუსავათს“ და მის ლიდერს არიფ ჰაიჯილის, რომელსაც ურთულეს პირობებში უწევს მოღვაწეობა და შეუპოვრად იბრძვის მკაცრი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ, რათა დაიცვას ლიბერალური ღირებულებები ევროპის ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიული რეჟიმის პირობებში", - ნათქვამია განცხადებაში.

თამარ კეკენაძემ და ხათუნა სამნიძემ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და ოპოზიციონერი აქტივისტის,  აფგან მუხთარლის გატაცების და ბაქოში დაპატიმრებისა და ასევე დემირელის კოლეჯის პედაგოგის, ემრე ჩაბუქის დაკავებას და წინასწარ პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება 31 მაისს გააკეთეს.

3 ივნისს ქ. ლიუბლიანაში ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (ALDE) საბჭოს სხდომა გაიმართა. ლიბერალებმა უმკაცრესად დაგმეს დამოუკიდებელი ჟურნალისტის და ადამიანის უფლებათა დამცველის აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცების ფაქტი. აზერბაიჯანის მოქალაქე წლების განმავლობაში იდევნებოდა აზერბაიჯანის მთავრობის მიერ და თავს საქართველოში აფარებდა. 2017 წლის 29 მაისს იგი თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის საპატიმროში გადაიყვანეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46