ირაკლი კობახიძე თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ორშაბათი, 05 ივნისი, 2017 - 20:11

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გადაწვეტილება უახლოეს მომავალში, კანდიდატის დასახელების პროცედურების შესაბამისად მიიღება. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გადაწვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ იქნება მიღებული.

„პარტიას აქვს თავისი პროცედურები კანდიდატის დასახელების. ეს პროცედურები ჩვენ არ გაგვივლია. პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით და მას შემდეგ, რაც შედგება პარტიის „ქართული ოცნება“, პოლიტიკური საბჭოს შეხვედრა, შესაბამისი სხდომა და მიიღება გადაწყვეტილება, ჩვენ შეგვეძლება ვისაუბროთ უკვე კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით. მე შემიძლია დავადასტურო, რომ გუშინ იყო ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი და ჩვენ შესაბამისად უნდა დაველოდოთ პოლიტსაბჭოს სხდომას, სადაც მიიღება გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით. ეს მოხდება უახლოეს მომავალში და დაველოდოთ პოლიტსაბჭოს სხდომას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42