გიორგი თევზაძე ხელისუფლებას კონგოში ტყვედ აყვანილი სოსო ოსურაულის გამოხსნისკენ მოუწოდებს

ორშაბათი, 05 ივნისი, 2017 - 20:38

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე  ხელისუფლებას მიმართავს,  რეალურად იზრუნოს  კონგოში  საქართველოს მოქალაქის სოსო ოსურაულის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად.

„როგორც მედიით გახდა ცნობილი აფრიკაში კონგოში ტყვეობაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე ოთხი შვილის მამა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ალვანელი ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, კონგოელი მეამბოხეების სოსო ოსურაულის გასათავისუფლებლად "ემ-23"-ის მეამბოხეები 1 მილიონ დოლარს ითხოვენ. ხოლო დასავლური მედიის ცნობით, ქართველი მფრინავი ტყვეობაში 27 იანვრიდან იმყოფება, როდესაც მეამბოხეებმა კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების 2 ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ერთ-ერთს სწორედ სოსო ოსურაული მართავდა.

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, მივმართავს ხელისუფლებას.! რეალურად იზრუნოს საქართველოს მოქალაქის სოსო ოსურაულის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად, რაც ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებასაც წარმოადგენს ხოლო საქართველოს კონსტიტუციის  13-ე მუხლში აღნიშნულია, რომ 1. საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა. სამწუხაროდ დღემდე სახელმწიფოს მხრიდან სოსო ოსურაულის გათავისუფლებასთან დაკავშირებით რეალურ შედეგს საზოგადოება ვერ ხედავს.

 მივმართავთ ხელისუფლებას, ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის რომ საქართველოს მოქალაქე დაუბრუნდეს სამშობლოს და მის ოჯახს“, -  აღნიშნულია უფლებადამცველის გიორგი თევზაძის გავრცელებულ მიმართვა განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5