ბრიუსელში "ევროპული ალიანსი საქართველოსთვის" ფუძნდება

ორშაბათი, 05 ივნისი, 2017 - 14:27

 ხვალ, 6 ივნისს ევროპის პარლამენტში გაიმართება კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ახალი ორგანიზაციის "ევროპული ალიანსი საქართველოსთვის" დაფუძნებას. ღონისძიებას დაესწრებიან ევროპის პარლამენტარები, ევროკომისიის და სხვა ევროპული ინსტიტუტების, აგრეთვე დიპლომატიური კორპუსისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.

"ევროპული ალიანსი საქართველოსთვის" მიზნად ისახავს საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის წარმოჩენას, ქართული და ევროპული მთავრობების, ინსტიტუტების, სამოქალაქო სექტორის, ბიზნესის დაახლოების ხელშეწყობას, საინვესიტიციო პროექტების მხარდაჭერასა და ინიცირებას, და საქართველოს საერთაშორისო ცნობადობის გაზრდას.

"საქართველოს, როგორც პატარა, მაგრამ გეოპოლიტიკური პოტენციალის მქონე ქვეყანას ესაჭიროება მუდმივი სტრატეგიული კომუნიკაცია საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა შეინარჩუნოს ადგილი პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ დღის წესრიგში. ჩვენ გვმართებს კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, რომ რომ მოხდეს ქართული სახელწმიფოებრივი ინტერესების მკაფიოდ წარმოჩენა და წარმართვა, სწორედ ამ მიმართულებით საქმიანობას ისახავს მიზნად "ევროპული ალიანსი საქართველოსთვის", რომელსაც ამთავითვე როგორც ევროპელი, ისე ქართველი დამფუძნებელები ჰყავს, და რომელსაც აქტიურად უერთდებიან ევროპელი პოლიტიკოსები, სამოქალაქო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები'', აცხადებს ორგანიზაციის თანადამფუძნებელი  თეონა ლავრელაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43