ვლადიმერ პუტინის საათი მონაკოს აუქციოზე მილიონ ევროდ იყიდება

, 04 ივნისი, 2017 - 22:46

ივლისის თვეში, მონაკოს აუქციონზე მაჯის საათი Patek Philippe 5208P, რომლის მფლობელი  ვლადიმერ პუტინია, ერთ მილიონ ევროდ იყიდება, - ამის შესახებ  ფრანგული ყოველკვირეული Le Point იტყობინება.

გაზეთის თანახმად, რუსეთის ლიდერის საათებით გატაცება ყველასთვის კარგად ცნობილია. აუქციონზე გამოტანილი  მოდელი  არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე რთული სისტემის, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია. იგი აღჭურვილია მუდმივი კალენდრით, ქრონოგრაფით და რეტრანსლატორით.

მყიდველი, რომელიც საათს შეიძენს, დოკუმენტს  მიიღებს, რომელშიც  წინა მფლობელი იქნება მითითებული.

"ალბათობა იმისა, რომ საათის მფლობელი რუსეთის პრეზიდენტის მოსახელე და მოგვარეა,  ან უბრალოდ ხუმრობაა, ან ძალიან იშვიათი შემთხვევაა', - აღნიშნავს გამოცემა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46