აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლესა და შვილებს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები შესთავაზეს

, 04 ივნისი, 2017 - 11:43

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაევას და მის ადვოკატს შეხვდა.

შეხვედრაზე მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. შალვა ხუციშვილმა ლეილა მუსტაფაევას და მის შვილებს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები შესთავაზა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა,  29 მაისს გაუჩინარდა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ჟურნალისტი ბაქოში აღმოჩნდა და მას აზერბაიჯანის  მხარემ ბრალი უკანონოდ საზღვრის გადაკვეთასა და ფულის კონტრაბანდაში წაუყენა, რისთვისაც  სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.  

როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გატაცებასა და აზერბაიჯანის მხარისთვის გადაცემაში ქართულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41