საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

, 04 ივნისი, 2017 - 12:39

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"ერთ-ერთი მედია საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დღის წესრიგში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართული კონტინგენტის რაოდენობის შემცირება დგას, სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებაში კონტრიბუციას იმ ფორმითა და ძალების რაოდენობით განაგრძობს, როგორც ის ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა თუ მალიში ამ ეტაპზეა წარმოდგენილი. მიმდინარე პერიოდში დღის წესრიგში რაიმე სახის ცვლილება ამ კუთხით არ დგას - საქართველო ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება, რაც ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის 2018 წლის გაზაფხულის ჩათვლით კონტრიბუციას ითვალისწინებს.

საქართველო სათანადოდ აფასებს როგორც ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, ისე მსოფლიოში არსებულ ვითარებას. სწორედ აღნიშნულს ემსახურება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომლის განხორციელებასაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვიწყებთ და რომელიც მიზნად ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონის თვისობრივ ამაღლებას, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების შეკავებასა და მათთან გამკლავების უნარის გაძლიერებას ისახავს. ამ დროისათვის ამერიკელ, ნატოელ და სხვა დანაჩენ პარტნიორებთან ერთად ინტენსიური დისკუსიები მიმდინარეობს, რათა სამომავლოდ, 2019 წლისთვის პროპორციულად, მაქსიმალური რაციონალურობითა და ეფექტურად გადავანიწილოთ შეიარაღებული ძალების შემადგენლობა როგორც შიდა გამოწვევების, ისე საერთაშორისო საჭიროებების გათვალისწინებით.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგია იმ რეალიებს შეესაბამება, რაც მის გარშემო ვითარდება და გადაწყვეტილებებს მხოლოდ სტრატეგიულ პარტნიორებთან და ალიანსთან ინტენსიური და მჭიდრო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საფუძველზე მიიღებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58