ვინ ეხმარება რუსეთს გაძლიერებაში - Time ქვეყნებს ასახელებს

შაბათი, 03 ივნისი, 2017 - 21:55

ჟურნალი Time ხუთ ქვეყანას ასახელებს, რომლებიც რუსეთის მომავალზე გავლენას ახდენს. ანალიტიკოსების თქმით, რუსეთსა და დასავლეთს შორის საგრძნობლად გაუარესებული ვითარების ფონზე,  მათზე გავლებას მესამე ქვეყნები ახდენენ. 

 მიუხედავად იმისა, რომ  უკრაინის მოვლენების გამო დასავლეთის ქვეყნებმა ყველა ძალისხმევას მიმართეს, რათა რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩენილიყო,  მოსკოვმა  უარყოფითი შედეგებისგან მოახერხა თავის დაღწევა და რიგ ქვეყნებთან ურთიერთობები განამტკიცა.

 ამერიკული ჟურნალი პირველ ადგილზე ჩინეთს ასახელებს. ანალიტიკოსების თქმით, დასავლეთის სანქციების პირობებში, მოსკოვის პეკინთან ურთიერთობამ სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა. მიუხედავად  მთელი რიგი პრობლემატური საკითხების არსებობისა რუსეთსა და ჩინეთს შორის, როგორიცაა გავლენისთვის მეტოქეობა ცენტრალურ აზიაში, საერთო ენა გამონახეს.  ჩინეთი კმაყოფილია მსოფლიო სცენაზე  არსებული ვითარების, ხოლო რუსეთს ვითარების შეცვლა სურს.

მეორე ადგილზე იაპონიაა. ჟურნალი აღნიშნავს, რომ მოსკოვი აპირებს, ტოკიოსთან თანამშრომლობით ინდუსტრიაში იაპონური ტექნოლოგიების მოდერნიზაცია მოახდინოს. გარდა ამისა, ეს თანამშრომლობა რეგიონში ჩინეთის  საპირწონედ არის გათვლილი.  თუმცა, ორივე ქვეყნის  ურთიერთობების  პრობლემას კურილიის კუნძულების  საკითხი წარმოადგენს.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ მესამე ქვეყანა, რომელიც  რუსეთის მომავალში  მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, შესაძლოა, საუდის არაბეთი  გახდეს. როგორც  ანალიტიკოსები წერენ,  მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარეს  სრულიად განსხვავებული ხედვა აქვთ  სირიასთან დაკავშირებით, მოსკოვმა და ერ-რიადმა ნავთობის ფასებზე შეთანხმება  შეძლეს, რაც  ორივე ქვეყნისთვის მომგებიანია. თუმცა, როგორც სირიის კონფლიქტი, ასევე საუდის არაბეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების  ახლო ურთიერთობებმა,  შესაძლოა,  რუსეთ-საუდის არაბეთის ურთიერთობებზე გავლენა მოახდინოს.

მეოთხე ქვეყანა თურქეთია.  მიუხედავად სირიაში  რუსული საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოგდებისა და   თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობისა, რომელიც  მოსკოვსა და ანკარას შორის განხეთქილების მიზეზად იქცა, ბოლო პერიოდში დასავლეთის ქვეყნებთან თურქეთის ურთიერთობების გაუარესებამ,   რუსეთი და თურქეთი ერთმანეთს დაახლოვა.  მოსკოვისა და ანკარას  გამაერთიანებელი ფაქტორი შეიძლება საერთო პროექტები გახდეს, როგორიცაა,  გაზსადენის მშენებლობა.  მათი აზრთა სხვადასხვაობის საგნად კვლავ რჩება  სირია და თურქეთის  ნატოს წევრობა.

სტატიის ავტორები ბოლო ადგილზეა  ვენესუელას ასახელებენ. როგორც ისინი  აღნიშნავენ, წინა წელს შემდგარი გარიგების შემდეგ,  არ არის გამორიცხული, ნავთობკომპანია PDVSA-ს, რომლის მფლობელი ამერიკული Citgo-ა,   აქციების საკონტროლო პაკეტი როსნეფტის ხელში აღმოჩნდეს, რაც  რუსეთს საშუალებას მისცემს, შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანი ნავთობის გადამუშავების მოცულობა ზე კონტროლი  მოიპოვოს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55