ლეო ბარადკარი ირლანდიის ისტორიაში პირველი ჰომოსექსუალი სახელმწიფოს მეთაური და პრემიერ-მინისტრი იქნება

შაბათი, 03 ივნისი, 2017 - 20:27

ლეო ბარადკარი ირლანდიის ისტორიაში პირველი სახელმწიფოს მეთაური და  პირველი პრემიერ-მინისტრი იქნება, რომელმაც თავისი ჰომოსექსუალობის შესახებ  საჯაროდ განაცხადა.

ინდური წარმოშობის 38 წლის პოლიტიკოსი  ქვეყნის უდიდესი პარტიის Fin Gale-ს ლიდერად აირჩიეს. ლეო ბარადკარმა თავის კონკურენტს   60% -ით გაუსწრო.

პარტიის ახალი ლიდერის მამა  ინდოეთიდან ირლანდიაში საცხოვრებლად 1970 წელს გადავიდა. ბარადკარმა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ 2015 წელს განაცხადა, როდესაც ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ  რეფერენდუმი ჩატარდა.

"თუ ვინმე ჩემი ასაკის, ჩემი შერეული სისხლისა და ჩემი ხასიათის ყველა თვისებების მქონე შესაძლებელია გახდეს  ქვეყნის ლიდერი,  ეს იქნება გზავნილი ყველა იმ ბავშვისთვის, ვინც დღეს ირლანდიაში  დაიბადა, რომ არ არსებობს ირლანდიაში თანამდებობა, რომელიც მიუღწეველი იქნება", - განაცხადა ლეო ბარადკარმა არჩევნებამდე რადიოსადგურ Newstalk-სთან.

ირლანდია, 1993 წლამდე, სანამ  ქვეყანაში  ჰომოსექსუალობა უკანონო იყო,  ევროპაში  ლგბტ პირთა მიმართ ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულობით გამოირჩეოდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46