აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებასთან დაკავშირებით, ქართულ მხარეს სრულყოფილი, გამჭვირვალე და დროული გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს

შაბათი, 03 ივნისი, 2017 - 19:04

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე განცხადებას ავრცელებს და გამოძიებას მოუწოდებს, სრულყოფილი, გამჭვირვალე და დროული გამოძიება ჩაატარონ.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ძალიან არის შეწუხებული, რომ გავრცელებული ინფორმაციით, 30 მაისს, საქართველოში, თბილისში, გაიტაცეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი, ხოლო შემდეგ ის აზერბაიჯანში დააკავეს. ჩვენ ასევე აღშფოთებულები ვართ, რომ 25 მაისს, აზერბაიჯანში, დააპატიმრეს ეროვნული ფრონტის თავმჯდომარის მოადგილე გოზალ ბაირამლი.

მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს აღნიშნული თავისუფლებააღკვეთილი პირები, რათა მათ ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებებით, საერთაშორისო და ეუთოს შეთანხმებების შესაბამისად. თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე გამოძიებას მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით. ჩვენი მოწოდებაა, რომ გამოძიება იყოს სრულყოფილი, გამჭვირვალე და დროული, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა,  29 მაისს გაუჩინარდა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ჟურნალისტი ბაქოში აღმოჩნდა და მას აზერბაიჯანის  მხარემ ბრალი უკანონოდ საზღვრის გადაკვეთასა და ფულის კონტრაბანდაში წაუყენა, რისთვისაც  სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გატაცებასა და აზერბაიჯანში ძალით დაბრუნებაში ქართულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46