შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ აჭარაში საზღვაო სეზონი გახსნა

შაბათი, 03 ივნისი, 2017 - 17:38

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ აჭარაში საზღვაო სეზონი გახსნა. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილეები მერაბ მალანია და დავით ვარდიაშვილი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

შს მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ მაშველებს სეზონის გახსნა მიულოცა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„შს სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს სხვადასხვა მოსამზადებელ სამუშაოს, რათა ჩვენს მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს საქართველოს საზღვაო კურორტებზე უსაფრთხო და კომფორტული დასვენების საშუალება ჰქონდეთ. გატარებული ღონისძიებების შედეგად, საგრძნობლად შემცირდა ზღვაზე უბედური შემთხვევების რაოდენობა. ჩვენმა მაშველებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ასობით ადამიანს აღმოუჩინეს მაღალპროფესიონალური და ოპერატიული დახმარება, 2015-2016 წლებში 700-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. საზღვაო სეზონს ჩვენ წელსაც სათანადოდ მომზადებულები ვხვდებით“, - აღნიშნა მერაბ მალანიამ.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ წლევანდელი საზღვაო სეზონისთვის 135 მაშველი შეარჩია და გადაამზადა. ახალ საზღვაო სეზონზე მაშველების ყოველდღიური სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად წყალზე სამაშველო განყოფილებისთვის ბათუმის ნავსაყუდელში კეთლმოწყობილი სამაშველო პუნქტი მოეწყო. ასევე, გარემონტდა თორმეტი მცურავი საშუალება. მოქალაქეების უსაფრთხოებისა და რისკების პრევენციის მიზნით, ზღვაში საცურაო არეალის მანიშნებელი ტივტივები განთავსდა, სამაშველო საგუშაგოები თანამედროვე საზღვაო-სამაშველო ინვენტარით აღიჭურვა, სანაპირო ზოლში კი ქართული და ინგლისურენოვანი საინფორმაციო ბანერები დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც მოხდება დამსვენებელთა გაფრთხილება ცურვისთვის სახიფათო ადგილების შესახებ.

შს მინისტრის მოადგილეებმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა მაშველებს ახალი საზღვაო-სამაშველო აღჭურვილობა, სამუშაო ფორმები, პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის განკუთვნილი სამედიცინო ჩანთები და სხვა საჭირო ინვენტარი გადასცეს. ღონისძიებაზე წყალზე სამაშველო ოპერაციის სიმულაციური ჩვენებაც მოეწყო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41