,,რეფორმატორები'' საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

შაბათი, 03 ივნისი, 2017 - 13:44

პარტია ,,რეფორმატორები'’ აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მემორიალის დაზიანების ფაქტს ეხმაურება.

პარტიის ლიდერის, ირაკლი ღლონტის შეფასებით, ამ ვანდალიზმის უკან მაღალი ალბათობით რუსული სპეც სამსახურები დგას.

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები'' ვგმობთ და გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას თბილისში, ჰეიდარ ალიევის სანაპიროზე მდებარე აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მემორიალს წითელი საღებავით ვანდალურად დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ეს არის მიზანმიმართული დანაშაულებრივი ქმედება საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული კეთლმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობის წინააღმდეგ. ეს არის უდიდესი უპატივცემულობა პირველ რიგში ქართული სახელმწიფოს მიმართ. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს პროკურატურამ და შს ორგანოებმა, ყველაფერი უნდა გააკეთონ დანაშაულის გამოძიებისთვის, თუმცა მათ უნდა იცოდნენ, რომ საქმე, მაღალი ალბათობით გვაქვს რუსული სპეც სამსახურის მორიგ სპეც ოპერაციასთან, რომლის მიზანიც ჩვენი სახელმწიფოს დისკრედიტაცია, მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭება და სხვა ინტერესების შელახვაა.'' - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42