მართლმადიდებელი ეკლესია 1 ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს

ხუთშაბათი, 01 ივნისი, 2017 - 11:14

დღეს ნინოობაა. მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორისა და ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს.

წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში. წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. იგი საქართველოში ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას თან ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ჰქონდა.

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად IV საუკუნეში გამოცხადდა.

ნინოს მამა ყოფილა კაბადოკიელი ჭაბუკი, სახელად ზაბილონი, რომელიც რომის სამხედრო სამსახურში ჩამდგარა. რომის მტრების დამარცხებაში მიუღია მონაწილეობა, ამის შემდეგაც ის ქრისტიანი გამხდარა. ზაბილონს განუზრახავს თავისი მონაგების გლახაკებისთვის დარიგება და იერუსალიმში გაემგზავრა. ის დამეგობრებია იერუსალიმის პატრიარქს, იუბენალს. რომელმაც თავისი და სუსანა მიათხოვა.

ნინო თორმეტ წლამდე იზრდებოდა კოლასაში. მას დედა ზრდიდა თავის კალთაში და თან დღედაღამ, შეუსვენებლად გლახაკებს ემსახურებოდა. თორმეტი წლის რომ გახდა ნინო, მისმა მშობლებმა გაყიდეს ყველაფერი, რაც გააჩნდათ და წავიდნენ იერუსალიმში. ზაბილონი პატრიარქის კურთხევით დაშორდა სუსანას, გამოემშვიდობა მხოლოდშობილ შვილს და წავიდა იორდანის გაღმა ასკეტური ცხოვრებისთვის, რის შემდეგაც იგი არავის უნახავს. სუსანა კი პატრიარქმა დააყენა გლახაკებისა და უძლური ქალების მომვლელად.

ნინოობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 1 ივნისი მისი საქართველოში შემოსვლის, 27 იანვარი კი გარდაცვალების დღეა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43