მილიარდერები აპოკალიფსისთვის ემზადებიან, მათ რაღაც იციან

ხუთშაბათი, 01 ივნისი, 2017 - 12:32

მილიარდერები აპოკალიფსისთვის ემზადებიან, მათ რაღაც იციან - BBC სტატიას აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, მილიარდერები გადარჩენისთვის სერიოზულად ემზადებიან და ფეშენებელური ბუნკერების მშენებლობა დაიწყეს, რომლებიც  თავშესაფრებად გამოადგებათ. ბუნკერები, რომლებიც ბირთვულ თავდასხმებს გაუძლებს,  აღჭურვილია საცურაო აუზით, სპორტული დარბაზებით, აქვს ენერგიის წყარო და წყლის მარაგი.

BBC-სთვის ცნობილი გახდა, რომ მილიარდერ ბილ გეითს  ვაშინგტონის შტატში, კალიფორნიაში, თავის მამულში ასეთი ბუნკერი აქვს, ხოლო ფირმა Mayfield Fund-ის ხელმძღვანელმა ტინ ჩანმა ჟურნალ New Yorker-სთან განაცხადა, რომ აქტიურად იძენს უძრავ ქონებას, რომელსაც გადარჩენისთვის გამოიყენებს.

Facebook-ის ყოფილი თანამშრომელი  ანტონიო გარსია-მარტინესი  ცოტა ხნის წინ საცხოვრებლად  კუნძულზე გადავიდა, სადაც წიგნს წერს, "საოცრებების წიგნი" კი საყოველთაო განგაშის ერას ეძღვნება.

გარსია-მარტინესმა შარშან სიეტლსა და ვანკუვერს შორის მიწის ნაკვეთი შეიძინა და პირველი, რისი გაკეთებაც დაიწყო, ბუნკერის მშენებლობა იყო. თავშესაფარს ელექტროენერგია  მზის პანელებით მიეწოდება, რომელიც გენერატორებს უკავშირდება.  

"ბევრი მოწინავე და ცნობილი ადამიანები ამბობენ, რომ რადიკალური ცვლილებებია მოსალოდნელი  ეკონომიკასა და  ტექნოლოგიებში. არ ვფიქრობ, რომ  უმრავლესობა  შედეგებს აცნობიერებდეს, მაგრამ ჩვენ ეს გაცნობიერებული გვაქვს", - გაფრთხილებას იძლევა მარტინესი და დასძენს, რომ მომავალი არც თუ სახარბიელო იქნება.

 ანტონიო გარსია-მარტინესი მიიჩნევს, რომ რობოტები და ხელოვნური ინტელექტი 20-30 წლის შემდეგ ამერიკაში სამუშაო ადგილების გაუქმებას გამოიწვევს, რაც მასობრივ სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს. მისი თქმით,  იზრდება ალბათობა სამოქალაქო ომის, სამოქალაქო არეულობისა და სხვა პრობლემების და  სხვადასხვა  ფაქტორები - რობოტები, ხელოვნური ინტელექტი, სოციალური ქსელები და  ტექნოლოგიები ადამიანებს უბადრუკ იდიოტებად გადაქცევას უქადის.

ამერიკული კომპანია Survival Condo კონდომინიუმებს აშენებს, რომელსაც ბირთვული ომის დროს გადარჩენისთვის  გამოიყენებენ. კომპანიის დამაარსებელი ლარი ჰოლი ამბობს, რომ ასეთი თავშესაფრები დაახლოებით  4 მილიონი დოლარი ღირს და აღჭურვილია თანამედროვე კომფორტით,  მათ შორის, აუზით, საბილიარდოთი და ბიბლიოთეკით. ეს იდეა კი ლარი ჰოლს   2001 წლის11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ გაუჩნდა. "ყოველი სტიქიური უბედურების ან კონფლიქტის შემდეგ მსგავს თავშესაფრებზე  მოთხოვნა მკვეთრად იზრდება", ამბობა ჰოლი.

ტეხასში  ახლა შენდება მიწისქვეშა დასახლება Trident Lakes, რომელიც მზად იქნება  ბირთვული საფრთხის უმაღლეს დონეზე გამოცხადების შემთხვევაში. კეთილმოწყობილ მიწისქვეშა დასახლებას ექნება გოლფისა და სხვა სპორტული  დანიშნულების ცენტრები, ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი და  ეს ყველაფერი შეიარაღებული დაცვის ზედამხედველობის ქვეშ იქნება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43