კლიმატის ცვლილება უახლოეს მომავალში პლანეტისთვის კატასტროფული აღმოჩნდება - WMO

ოთხშაბათი, 31 მაისი, 2017 - 20:37

მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) გლობალური კლიმატის შესახებ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ კლიმატის ცვლილება უახლოეს მომავალში პლანეტისთვის კატასტროფული აღმოჩნდება.

ანგარიშის მიხედვით, 2016 წელი მსოფლიო ისტორიაში ყველაზე თბილი იყო,  წინა წლებთან შედარებით საშუალო ტემპერატურა 1,1 ° C-ით მაღალი დაფიქსირდა და 2001 წლიდან  ყოველ მომდევნო წელს ტემპერატურა თითქმის ერთი გრადუსით იმატებს.

-  საშუალო ტერპერატურის მატება დაფიქსირდა ზღვების ზედაპირზე, ზღვის დონე  განაგრძობს მატებას, ხოლო არქტიკაში ყინულის მასა საშუალო მაჩვენებელზე დაბალი გახდა. ამავე დროს, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობის ჩანაწერი ახალ რეკორდებს ამყარებს,  ადამიანის საქმიანობის გავლენა კლიმატზე  უფრო და უფრო აშკარა ხდება, - აცხადებს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის  გენერალური მდივანი პეტრი ტაალასი.

 კლიმატოლოგები მიიჩნევენ, რომ კლიმატის ცვლილება დედამიწაზე სხვადასხვა ანომალიებს იწვევს და კალიფორნიის დატბორვას, ბრაზილიის გვალვებს, ხანძრებს კანადაში და მიწისძვრებს იტალიაში ამ პროცესებს უკავშირებენ.

შესაბამისად, მეცნიერთა პროგნოზებით,  2017 წელი უარესი იქნება - ოკეანის ტემპერატურა გაიზრდება და  მთელს პლანეტაზე მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს, "ჩვენ ახლა ნამდვილად მოულოდნელობებით სავსე ტერიტორიაზე ვიმყოფებით".

ანგარიშის თანახმად, კვლევებმა აჩვენა, რომ არქტიკაში ყინულის დნობა იწვევს ოკეანური და ატმოსფერული ცირკულაციის ცვლილების გააქტიურებას, რაც  გავლენას ახდენს დანარჩენ მსოფლიოში ამინდზე - ტემპერატურა კანადასა და შეერთებულ შტატებში უჩვეულოდ მაღალი იყო, 2017 წლის დასაწყისში არაბეთის ნახევარკუნძულსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ამინდი უჩვეულოდ ცივი, ხოლო    იანვარში და თებერვალში  ძალიან მაღალი სიცხე დაფიქსირდა ავსტრალიაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43